რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რიში სუნაკი: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში CHALLENGER 2-ის ტანკებს გაგზავნის

Challenger 2-ის ტანკი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის.

ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდა, რაც 14 იანვარს უკრაინის პრეზიდენს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბრი შედგა.

“პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს საუბრისას მადლობა გადავუხადე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს.” - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.

სატელეფონო საუბრის დროს სუნაკმა და ზელენსკიმ  განიხილეს უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები. მათ ასევე ისაუბრეს დაწინაურების გამოყენების აუცილებლობაზე გლობალური სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის დაჩქარებით.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ Challenger 2, ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკი, კიევის ძალებს “რუსული ჯარების დამარცხებაში” დაეხმარება.

1990-იანი წლების ბოლოს შექმნილი Challenger 2-ის ტანკი 20 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა ის, ომის დაწყებიდან, უკრაინის განკარგულებაში არსებული ყველაზე თანამედროვე ტანკი იქნება.

მანამდე,11 იანვარს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს თქვა, რომ კიევი ვარშავისგან Leopard 2-ის ტანკებს მიიღებს.

კომენტარები