რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ზელენსკის სურს, გაეროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეს ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, გაეროს 193 წევრისგან შემდგარ გენერალური ასამბლეის შეხვედრას უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი წლისთავის წინა დღეს დაესწროს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ემინე ჯაპაროვამ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუსას ისაუბრა

მისი თქმით, არსებული სამხედრო სიტუაციის გათვალისწინებით, საჭიროა უსაფრთხოების ფაქტორის მხედველობაში მიღება. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, თებერვალში უკრაინაში რუსეთი სერიოზულ შეტევას გეგმავს.

"[..] მაინც საკითხავია, იქნება თუ არა უსაფრთხოების ვითარება ისეთი, რომ მან [ზელენსკიმ] შეძლოს წასვლა". – აღნიშნა ემინე ჯაპაროვამ ზელენსკის გაეროში სავარაუდო გამგზავრებასთან დაკავშირებით. 

იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი გაეროს ეწვევა, ეს იქნება საზღვარგარეთ მისი მეორე მოგზაურობა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს 21 დეკემბერს ეწვია, რათა ომში მის მხარდამჭერებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის წევრებს შეხვედროდა.

კომენტარები