რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მსოფლიო ზედმეტად მჭიდროდაა დაკავშირებული იმისთვის, რომ უკრაინის ომი უგულებელყოს

ვფიქრობ, რუსები მხოლოდ მაშინ მოიპოვებენ თავისუფლების შანსს, როცა დაამარცხებენ კრემლს საკუთარ გონებაში. მანამდე, ომი გრძელდება და ჩვენ უნდა დავამარცხოთ კრემლი ომის ველზე.

ეს ომი არ არის მხოლოდ ტერიტორიისთვის - ჩვენი ან ევროპის სხვა ნაწილისთვის, ომი არ არის მხოლოდ სიცოცხლისთვის, უკრაინის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ან სხვა ერისთვის, რომელსაც რუსეთი ეცდება რომ დაიპყროს, ეს ბრძოლა განსაზღვრავს როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, შემდგომ - მათი შვილები და შვილიშვილები.

[...] ეს ომი ვერ გაიყინება, ვერ გადაიდება, ამ ბრძოლას ვერ გააყრუებთ იმ იმედით, რომ ოკეანე ან სხვა რამე დაგიცავთ, აშშ-დან ჩინეთამდე, ევროპიდან ლათინო ამერიკამდე, აფრიკიდან ავსტრალიამდე - სამყარო ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული და იმდენად ურთიერდამოუკიდებელია, რომ ცალკე ვერ იქნება და ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, მაშინ როცა მსგავსი ომი კვლავ მძვინვარებს.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიმართვისას. 

კომენტარები