რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თავს იბრიყვებ?" – პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა

ვლადიმერ პუტინი
GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი პირდაპირ ეთერში, საჯაროდ გააკრიტიკა.

კრემლის მიერ გამოქვეყნებული ტრანსკრიპტიდან ჩანს, რომ 11 იანვრის ვიდეოშეხვედრაზე, რომელსაც რუსი მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პუტინმა მანტუროვი ნელა მუშაობისთვის გააკრიტიკა. მანტუროვმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მშენებლობის შეფერხებაზე თავის მართლება სცადა. მისი თქმით, ძრავის ნაწილებს უკრაინაში აწარმოებდნენ, რაზეც პუტინმა თვალები გადაატრიალა და უპასუხა - “ძალიან ბევრი დრო დაგჭირდა. მოვითხოვ საქმე დააჩქარო… თავს იბრიყვებ? როდის გაფორმდება კონტრაქტები”? 

დენის მანტუროვი რუსეთის ჯარებისთვის იარაღის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირია. 

კომენტარები