რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის სრულ ან უმეტეს ნაწილს

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის "სრულ თუ არა, უმეტეს ნაწილს". 

ISW-ს შეფასებით, ოკუპანტების მიერ სოლედარის დიდი ნაწილის კონტროლი ოპერატიულად მნიშვნელოვანი არ არის და არ ნიშნავს, რომ ისინი ბახმუტს ალყაში გარდაუვლად მოაქცევენ. 

ანგარიშის მიხედვით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელები, სავარაუდოდ, სოლედარის დასავლეთ ნაწილში მდებარე გარეუბნებიდან განდევნეს. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქში - სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებაში, თუმცა, ISW აღნიშვს, რომ უკრაინულ უწყებებსა და მაღალჩინოსნებს, წინა დღეებისგან განსხვავებით, 12 იანვარს განცხადება არ გაუვრცელებიათ სოლედარში შეტევების მოგერიებაზე.

როგორც ISW-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი 12 იანვარს კვლავ ამტკიცებს, რომ სოლედარს უკრაინელი ჯარისკაცებისგან "წმენდს". ინსტიტუტის ცნობით, რუსმა ბლოგერებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად გადაადგილდებიან სოლედარში და ამბობენ, რომ მას რუს ჯარისკაცებთან ერთად ეწვივნენ. 

კომენტარები