რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Financial Times: ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას აპირებს

რიში სუნაკი და ბენ უოლასი Ajax-ის ტიპის ჯავშანტრასნპორტიორზე, 2021 წელი.
UK MOD

როგორც გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას აპირებს. 

გამოცემასთან ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ პრემიერმა თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს მომავალ კვირებში "პარტნიორებთან მუშაობა" დაავალა, რათა "გაიზარდოს და დაჩქარდეს უკრაინისთვის მხარდაჭერა, ტანკებით უზრუნველყოფის ჩათვლით".

Financial Times-ი წერს, რომ საუბარია ბრიტანულ Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე.

"ჩვენ უკრაინისთვის დახმარებას ვაუმჯობესებთ მომდევნო თაობის სამხედრო ტექნოლოგიით, რომელიც მათ ამ ომის მოგებაში დაეხმარება. ცხადია, რომ ტანკები უკრაინას მოვლენების კურსის შემობრუნების საშუალებას მისცემს". – თქვა გამოცემის ანონიმურმა წყარომ.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის ნაბიჯი მოჰყვა პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის სიტყვებს, რომ ის აპირებდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ქვეყნების კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უკრაინას დასავლურ ტანკებს გადასცემდა.

ამას გარდა, 11 იანვარს უკრაინაში ვიზიტის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ ვარშავა კიევს Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემდა და გამოთქვა იმედი, რომ ამ მათ ამ ნაბიჯს სხვებიც მიბაძავდნენ.

კომენტარები