რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდჟეი დუდა: უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადავცემთ

გერმანიის შეიარაღებული ძალების Leopard 2-ის ტიპის ტანკი

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს თქვა, რომ კიევი ვარშავისგან Leopard 2-ის ტანკებს მიიღებს. 

დუდას თქმით, უკრაინა ლეოპარდებს "საერთაშორისო კოალიციისგან" მიიღებს და პოლონეთის მიერ გამოყოფილი ტანკები დახმარების პირველი ნაწილია.

როგორც უკრაინულ მედიაში განმარტავენ, საუბარია Leopard 2-ის ტიპის 10 ტანკის გადაცემაზე. 

ანდჟეი დუდა იმედოვნებს, რომ ამავე ტიპის ჯავშანტექნიკას უკრაინას სხვა ქვეყნებიც გადასცემენ.

უკრაინა დიდი ხანია, რაც ლეოპარდის ტიპის ტანკებით დაინტერესებულია. მათი რეექსპორტისთვის საჭიროა მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის ნებართვა.

11 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა უკრაინას დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

კომენტარები