აშშ-მექსიკის საზღვარი

აშშ მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო კანადის დახმარებას ითხოვს

ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად კანადის დახმარებას ითხოვს. 

სახელმწიფო სპიკერმა, კრისტინა როზალესმა Reuters-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე შეხვედრისას კანადამ, შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ სამმხრივი შეთანხმების საკითხი განიხილეს.

10 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტს, კანადის პრემიერმინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კრისტინა როზალესის თქმით, შეთანხმება ათასობით ადამიანს იმიგრაციაში ლეგალური არხებით მოსახვედრად დაეხმარებოდა - იმ რისკების გარეშე, რომლებსაც ისინი მექსიკის საზღვარზე ხვდებიან.

"კანადას თავშესაფრისა და მიგრაციისთვის სპეციფიკური პროგრამები აქვს." -  დასძინა კრიტინა როსალესმა.

გასულ წელს ამერიკამ მექსიკის საზღვართან 2,2 მილიონი მიგრანტი დააკავა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 

კომენტარები