11 იანვარს, ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - "ელბაზის" შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა. ივნისის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ყაზახეთის კონსტიტუციას ამ კანონის შესანარჩუნებლად სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
2022 წლის 5 ივნისის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ, 77%-ზე მეტმა ადამიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კონსტიტუციური სტატუსი - "ერის მამა" ჩამოერთმეოდა.
პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონი ნაზარბაევისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვან პრივილეგიებს მოიცავდა. ასევე, "ერის ლიდერის" ხელშეუხებლობას, რომელიც პირველ პრეზიდენტსა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება.