ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურს იმაზე, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული, იგივე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამით ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა. ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას ჩვენი საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ აქვს. ვფიქრობ, იმ ადამიანების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა, ვინც ცდილობს, რომ პირდაპირ ასეთი ომის რიტორიკისა და გლობალური ომის პარტიის წევრი სპიკერად გამოიყენოს.
tbl.ge/68h7
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ მას არ ესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა გვამს, რომელიც კრემლია.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




