რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენ ჰოჯესი: არ მესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა კრემლის გვამს

არ მესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა გვამს, რომელიც კრემლია. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოზიტიურ შედეგს საქართველოსთვის, რომ არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე საჯაროდ ითქვას, უკრაინა კარგი მხარეა, რუსეთი კი აგრესორია; და ჩვენ, ქართველები, არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რაც ლეგიტიმაციას მისცემს რუსეთის მოქმედებებს. არსებობს სანქციები და სხვა მრავალი ლეგალური გზა მხარდაჭერის გამოსახატავად. ეს არ ითვალისწინებს საქართველოს ომში ჩათრევას. არის შესაძლებლობა, რომ საქარვეთოლო იყოს ისტორიის სწორ მხარეს. 

[...] ჩემი შეფასებით, ქართველთა დიდი ნაწილი სრულად უჭერს მხარს უკრაინას. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მოქმედებასა თუ უმოქმედობასა და ქართველი ხალხის სურვილს შორის კავშირია გაწვეტილი. 

თქვა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე.

კომენტარები