რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვის ოლქში სასურსათო ბაზარი დაბომბა

რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 1 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის რეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სასურსათო ბაზრის დასაბომბად С-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემები გამოიყენა.

როგორც პრეზიდენტის ოფისი აღნიშნავს, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

კომენტარები