8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვარი და დატვირთული პორტი დააათვალიერა. ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში რეგიონში ეს მისი პირველი ვიზიტია.
ვიზიტის მიზეზი მიგრაციული პოლიტიკაა. რესპუბლიკელები ქვეყანაში შემოსული მიგრანტების რეკორდულ რაოდენობაში ბაიდენს ადანაშაულებენ.
ელ-პასოში მესაზღვრეებმა ბაიდენს აჩვენეს, თუ როგორ ეძებენ მანქანებს ნარკოტიკების, ფულის და სხვა კონტრაბანდის საპოვნელად.
ბაიდენის თითქმის ოთხსაათიანი ვიზიტი ელ-პასოში მკაცრად გაკონტროლდა. აშშ-ის პრეზიდენტი პირადად არცერთ მიგრანტს არ შეხვედრია და ვიზიტთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.