რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ხერსონში სადგური დაიბომბა, "რუსული ზავი" – კლავს ზურგში, იმიტირებს სიჩუმეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. მისი განმარტებით, რუსეთი ამჯერადაც ცრუობს და ამ ზავის არსი "ზურგში მოკვლა და სიჩუმის იმიტირებაა". 

"6 იანვარი. საჰაერო განგაში უკრაინის მასშტაბით. ბავშვები ისევ ცივი თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის "რუსული ზავის" არსი: კლავს ზურგში, იმიტირებს სიჩუმეს.
"არასოდეს". არასოდეს მიიღოთ რუსეთის ფედერაციის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური სიცრუეა". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.  

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები