რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ზაპოროჟიეს ოლქში 260 რუსი სამხედრო დაიღუპა

4 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ზაპორიჟიეს ოლქში ოკუპანტებზე თავდასხმა წარმატებით განხორციელდა. მათი ცნობით, რუსებმა 260-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

„დადასტურდა, რომ ოკუპანტებზე თავდასხმა ზაპორიჟიეს ოლქის ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილივკას რაიონებში 2 იანვარს მოხდა. საბრძოლო მასალის 2 შესანახი პუნქტი და10 ერთეულამდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა განადგურდა. დაიღუპა ან დაიჭრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 260-მდე სამხედრო მოსამსახურე.”- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე, 3 იანვარს მთავარმა სამმართველომ დაადასუტრა, რომ 31 დეკემბერს  ხერსონის ოლქის ქალაქ ჩულანოვკაში წარმატებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 500-მდე რუსი სამხედო დაიღუპა ან დაიჭრა.

ამასთან, 1-ელ იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკეევკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე იერიში მიიტანეს. მათი ცნობით, დაიღუპა 400-მდე რუსი სამხედრო.

კომენტარები