რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაიენი ზელენსკის: ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება, რამდენი ხანიც საჭირო იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

"ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლას თავისუფლებისა და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ". – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

მისივე თქმით, ზამთრის განმავლობაში ევროკავშირი უკრაინას გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით ეხმარება. ამასთან, ევროკავშირი 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის გადაცემას ყოველთვიური გზავნილების სახით მალე დაიწყებს.  

"მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში უკრაინაში თქვენთან შეხვედრას". – უთხრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის.

კომენტარები