G7 სამიტი

Nikkei: იაპონიას სურს ზელენსკი G7-ის სამიტზე მოიწვიოს

Nikkei-ის ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლება აპირებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  G7-ის სამიტზე ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს.  

სამიტი 19-21 მაისს ჰიროშიმაში გაიმართება. 

დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, როგორც G7-ის თავმჯდომარემ, თქვა, რომ 2023 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და ეკონომიკური ზეწოლის ხელშეწყობას აპირებს. 

იაპონიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ზელენსკის გამოსვლა G7-ის ლიდერებს არსებულ ვითარებას გააცნობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის საკითხზე G7-ის კოორდინაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იაპონიისთვის ტაივანთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად.

კომენტარები