ახალი წელი 2023

პრემიერი: მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს

უკრაინაში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ უამრავი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში.

გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება.

ამ გონიერი და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა.

ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა.

კომენტარები