რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ნიკოლაევს ფრთოსანი რაკეტებით უტევს – საჰაერო განგაში ყველა რეგიონში გამოცხადდა

Минобороны РФ

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი რუსული ძალების მიერ ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმის შესახებ იტყობინება. მისივე ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ოდესის ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ელექტროენერგია შეზღუდეს, რათა დატვირთვა შემცირდეს. იგივე პრევენციული ზომები მიიღეს ხარკოვში, სუმიში, ჟიტომირსა და სხვა დასახლებებში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა სარაკეტო იერიშების შესახებ ინფორმაცია.

 "დამარცხებულები გააქტიურდნენ, მაგრამ არა უშავს, ისინი მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით". – თქვა ერმაკმა.

კომენტარები