რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: რუსეთი 5 იანვრიდან მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს 

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილ ბუდანოვის თქმით, 5 იანვრიდან რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. 

"მათ მოუწევთ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ წარსული მობილიზაცია, რომელიც თითქოს დამთავრდა, არ შეჩერებულა და ხალხის მობილიზება მთელი სისწრაფით მიმდინარეობს". – თქვა კირილ ბუდანოვმა. 

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსებს არსებული დანაყოფების აღჭურვასა და ახლის ფორმირების პროცესში დიდი პრობლემები აქვთ. ბუდანოვი აღნიშნავს, რომ რუსებს ცოცხალი ძალა საკმარისად აღარ ჰყავთ.

კომენტარები