ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 15:00 საათზე ჩანიშნა.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი და კლინიკა ვივამედის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე დაიკითხნენ.
სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მიმდინარეობს.