მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ - მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი - ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ, მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
tbl.ge/686b
დაკოპირდა

მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების დეპუტატს, ცოტნე კობერიძეს.
ამავე თემაზე
- ბოკერია: მთავარია, რომ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა და დადგა ისტორიის სწორ მხარეს
- პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე საკრებულოდან ძაძამიას წასვლაზე
- ივანიშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
- ჩვენ შევთანხმდით – ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ოცნებას ვიცე-მერის არჩევაში დაეხმარა
- თბილისის საკრებულოში ოცნებას კვორუმი შეუქმნა, გუნდიდან გავრიცხეთ - ბუაძე კაკაურიძეზე




