რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღუდუშაური: ენმ-ში თბილად არიან წამოგორებული და მებრძოლებით ქულების დაწერას ცდილობენ

მშვიდობასთან დაკავშირებით როგორი სახის ხოკვა და გულზე მჯიღის ცემა იყო, კარგად ხედავდით. სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს. 

[...] ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ უკრაინის და უკრაინელი ხალხის გულმხურვალე მხარდამჭერი და ვუსურვებთ მათ ოკუპანტებზე გამარჯვებას, ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებია - "ჩვენ ვომობთ, იმიტომ, რომ გვინდა ჩვენს ქვეყანაში სტაბილური მშვიდობა", ამ დროს ვიღაცები გამოხტებიან და სიტყვა მშვიდობას საქილიკოდ ხდიან, უბრალოდ, თავიანთ თავში იმდენად პატარები არიან, რომ პოლიტიკურადაც ხომ უმწიფრობას, სიმდაბლეს იჩენენ და კიდევ უფრო მეტია, როდესაც ცდილობ, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყო. 

დიდება იმ გმირებს, ვინც ოკუპანტებთან ბრძოლაში თავის სიცოცხლეს სწირავს. ამ მებრძოლებს, გმირებს ვინც საკუთარ თავს სწირავს, ვინც საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შეიძლება, ვერ დაუბრუნდეს ცოცხალი, ვინც უბრალოდ ფარად იყენებს... იცით, ნაციონალურ მოძრაობაში მოკალათებული პირები, პოლიტიკურად იყენებენ ამას, წამოგორებული არიან თბილად, სელფებს იღებენ და ამ ადამიანებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ. ამასაც შეაფასებს ხალხი და ძალიან კარგად აფასებს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები