აშშ

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Brian Snyder

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად 2 მილიონი ადამიანი ელექტნოერეგიის გარეშე დარჩა, ათასობით ადამიანი გაუქმებული ფრენების გამო ვეღარ მოგზაურობს, ხოლო მინიმუმ 14 ამინდთან დაკავშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

Poweroutage.us-ის მიხედვით, აშშ-ში დაახლოებით 1.8 მილიონი ოჯახი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბევრი ელექტროკომპანია მომხმარებელს ენერგიის დაზოგვის მიზნით დიდი ტექნიკისა და არასაჭირო განათების გამოთვას თხოვდა.

FlightAware-ის ცნობით, 25 დეკემბერს აშშ-ში თითქმის 2 000 ფრენა გაუქმდა, დაგვიანებით კი 4 000-მდე თვითმფრინავი გაფრინდა. 24 დეკემბერს გაუქმებულ ფრენათა რაოდენობა 5 000 აღწევდა. 

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამინდის გამო ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები