ქრისტეშობა 2023

მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

ქრისტეშობა

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:

  1. კონსტანტინოპოლის

  2. ალექსანდრიის

  3. ანტიოქიის

  4. საბერძნეთის

  5. კვიპროსის

  6. რუმინეთის

  7. ბულგარეთის

  8. ალბანეთის

  9. ჩეხეთ-სლოვაკეთისა

  10. ამერიკის 

7 იანვარს ქრისტეშობას 6 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:

  1. იერუსალიმის

  2. რუსეთის

  3. საქართველოს

  4. სერბეთის

  5. პოლონეთის

  6. უკრაინის

უკრაინის ეკლესიამ უფლება მისცა სამრევლოებს სურვილის შემთხვევაში შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ.

10 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). 

ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

(ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას აღიარებს).

კომენტარები