აშშ-ს ბიუჯეტი

აშშ-ს კონგრესმა მიიღო ბიუჯეტი – იგი უკრაინის $45 მილიარდით დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ბიუჯეტი, რომელიც თითქმის $1.7 ტრილიონის ხარჯებს მოიცავს. ქვედა პალატამ კანონპროექტი 225 ხმით 201-ის წინააღმდეგ მიიღო. ამასთან, სენატში კანონპროექტს 68 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 29 წავიდა.  

4155 გვერდიანი ბიუჯეტი უკრაინის დასახმარებლად, აშშ-ს თავდაცვის გასაძლიერებლად და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებისთვის სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, პაკეტი შიდა პროგრამებისთვის $772 მილიარდს, თავდაცვისთვის $858 მილიარდს გამოყოფს. 

ამასთან, კანონპროექტში $45 მილიარდი განკუთვნილია უკრაინაში გადაუდებელი დახმარებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას მოიცავს.

კომენტარები