ევროპული საქართველო

ბოკერია: სააკაშვილის პრობლემას როგორც კი ცალკე განიხილავ, მაშინვე შედიხარ ჩიხში

ვიცი, რომ არ მოსწონს მისი [სააკაშვილის] მომხრეების რაღაც ნაწილს - ჰგონიათ, რომ ეს დამცრობაა პრობლემის, მაგრამ, როგორც კი ცალკე განიხილავ ამ პრობლემას და იძახი, რომ ეს არის მთავარი, მაშინვე შედიხარ ჩიხში. ვთქვათ და კარგი რამე მოხდა - აი, ამა თუ იმ მოტივებით, რაც ჩვენ არ ვიცით ან პირდაპირ ჩვენს ხელში არ არის, გაუშვეს სააკაშვილი, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ამ მოღალატეობრივ კურსს. ჩვენი ამოცანა არის თუ არა მისი შეცვლა? უნდა ვიყოთ თუ არა ისეთივე უკომპრომისოები? 

და თუ ეს ასე [ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაა] და მე ვთვლი, რომ ეს ასეა. ამ ჭრილში, როცა ვამბობთ რომ ამას [სააკაშვილის გათავისუფლებას] რაღაცაში გაგიცვლიო, ხომ, უბრალოდ, ნონსენსია. უბრალოდ, აფიქსირებ, რომ უპრინციპო ვარ და თან არ გამდის ეს უპრინციპო ხრიკები. 

უპრინციპობაში, ვირეშმაკობაში, უზნეობაში ივანიშვილს ვერ მოუგებ, მისი მოგონილია ეგ სამყარო. მსგავს სამყაროში ჩამოყალიბდა - საბჭოთა კავშირისა და პოსტსაბჭოთა მოსკოვის გახრწნილი პოლიტიკური კლასის შედეგია ეს კაცი, რომელიც ჩვენ თვალწინ დასავლეთს, ანუ საქართველოს მომავალს, უცხადებს ომს. ამავე დროს ჩვენ ვამყარებთ რაღაც იმედებს, რომ ჩვენი მოქმედებებით - თხოვნით ან ჰუმანიტარული მოწოდებებით გაშვებაზე. ეს არის სისულელე, სამწუხაროდ. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. 

კომენტარები