რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

Kim Hong-Ji

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებაზე, და მას სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს. 

საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ მედიაში, აშშ-ს მიერ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება დაგმეს.   

იაპონური მედიის Tokyo Shimbun-ის ცნობით, გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში იარაღი, მათ შორის საარტილერიო ჭურვები, მატარებლით გაგზავნა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი გზავნილების ხელახალ გადაზიდვასაც მოელიან. 

“იაპონური მედიის მცდარი ინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო იარაღს აწვდის, სრული აბსურდია და ახსნა-განმარტებასაც კი არ იმსახურებს” - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა KCNA(ჩრდილოეთ კორეის მედია)-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში. 

ინტერვიუში ნახსენები არაა კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის ჯგუფი, რომლის იარაღის მომარაგებაშიც ჩრდილოეთ კორეას, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დასდო ბრალი.

კირბის თქმით, გარიგება, სულ მცირე, ორჯერ უკვე შედგა.

კომენტარები