ევროპული საბჭო

ზელენსკიმ EU-უკრაინის სამიტზე ბრიუსელისგან მიწვევა მიიღო

Nathan Howard/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალი წლის 3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ევროკავშირის სამიტის გამართვას გეგმავენ

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და ეს არის ღია მიწვევა პრეზიდენტ ზელენსკისადმი, რომ ეწვიოს ბრიუსელს". – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა, ბარენდ ლეიტსმა.

მისივე თქმით, სამიტის გამართვის ადგილი ამ დრომდე განსაზღვრული არ არის. ზელენსკის ბრიუსელში მიწვევა კი სამიტის ამ ქალაქში გამართვას არ ნიშნავს.

კომენტარები