რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა უსაფრთხოებით გარანტირებულნი უნდა იყვნენ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და რუსეთის გარდა, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, მოლდოვასა და სომხეთზეც უნდა გავრცელდეს.  

"როდესაც ვსაუბრობ გარანტიებზე, მე ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე, მაგრამ ასევე რუსეთზე". – თქვა მაკრონმა WSJ-სთან ინტერვიუში. 

ამასთან ერთად, მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების კოდიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს ახალ შეთანხმებაში, რომელიც ამ რეგიონის და ზოგადად, ევროპის პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპას NATO-ში მტკიცე როლის გამოჩენა სჭირდება. მაკრონის თქმით, საჭიროა, რომ ევროპამ აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს და საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები განავითაროს იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს.

კომენტარები