ჯეიმს კამერონი

კამერონი უცნაურ ამბებზე: ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ 27 წლის უფროსებს ჰგვანან

BroBible

ჯეიმს კამერონის თქმით ავატარის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები "უცნაური ამბების ეფექტის" თავიდან აცილების მიზნით გადაიღო ერთდროულად.

"წლების გამოტოვებით რომ გადამეღო ავატარის გაგრძელებები, მივიღებდი "უცნაური ამბების ეფექტს" – პერსონაჟები სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ ეკრანზე 27 წლის ზრდასრულებს ჰგვანან. სერიალს არაფერს ვერჩი, ძალიან მიყვარს, ყველას გვიყვარს ეს პერსონაჟები, მაგრამ ხომ ხვდებით რასაც ვამბობ". – ამბობს კამერონი.

უცნაური ამბების სეზონები ერთ ან ორ წლიანი დაშორებით არის გადაღებული. ზოგიერთი მსახიობი გაცილებით დიდია საკუთარ პერსონაჟზე. მაგალითისთვის მაქსის როლის შემსრულებელი სედი სინკი 20 წლის არის.

ავატარის მეორე ნაწილში მთავარ როლებს კვლავ სემ უორტინგტონი და ზოი სალდანა ასრულებენ. რთული გრაფიკის მიუხედავად სალდანა ერთდროულად სამივე ნაწილის გადაღების იდეას დადებითად აფასებს:

"სწორედ მოვიქეცით, უფრო კარგად აღვიქვავ სრულ სურათს, ცოტათი შრომატევადი იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

ავატარის მესამე ნაწილი კინოთეატრებში 2024 წლის 20 დეკემბერს გამოვა, მეოთხე ნაწილის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები