რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა

Jonathan Ernst/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და "ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ". 

"თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია. ნამდვილად თქვენი ძალაა, დაგვეხმაროთ პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა აგრესიისთვის და აანაზღაურონ ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა დანაკარგი". - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

თავის მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია დაეხმაროს მას გეგმის განხორციელებაში.

"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ. უკრაინამ უკვე შემოგვთავაზათ გეგმა, რომლებიც ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან, ჩვენი სამშვიდობო ფორმულა - 10 პუნქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის.

[...] მე ვარ. მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარი დაუჭირა დღეს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას. თითოეულ თქვენგანს, ქალბატონებო და ბატონებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ განხორციელებაში, რათა ამერიკელების ხელმძღვანელობა დარჩეს მყარი, ორპალატიანი და ორპარტიული". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები