რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი კონგრესს: თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებაში

Nathan Howard/Bloomberg/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის თავად იბრძვის, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელებაა საჭირო.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვატარებთ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომიდან 300 დღეზე მეტია, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად. 

"ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად არა". - ამბობს პრეზიდენტი. 

კომენტარები