მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: წინაპირობა არ არსებობს, რომ სააკაშვილზე ზელენსკის სიტყვები მთავრობაში რამეს შეცვლის

არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ ეს [ზელენსკის განცხადება] რამეს შეცვლის ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური არარაობების მთავრობის საქციელში ამ ან ნებისმიერ სხვა საკითხზე, ივანიშვილისთვის მთავარია მისი ძალაუფლების შენარჩუნება.

მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ის ვითარება, რაც შექმნილია სააკაშვილის გარშემო და რომელსაც ხელს უწყობენ სააკაშვილის გარშემო მოკრებილი პოლიტიკური ძალები, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია, არის საჩუქარი, რადგან ეს მას ეხმარება საზოგადოების დემორალიზაციასა და ამ თემის ამ ფორმით მთავარ თემად შენარჩუნებაში. ეს ვერ შეიცვლება მანამ, სანამ არ შეიცვლება ვითარება ქვეყნის შიგნით.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას "სისასტიკე" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.

კომენტარები