COVID-19

ჩინეთი COVID-19-ით ორი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქეს, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყანაში არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური რიცხვი დაავადებულების სრულ რაოდენობას არ ასახავს. 

ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ (NHC) ორი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. ინფორმაცია მალევე ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ადამიანები Weibo-ზე (Twitter-ის მსგავსი პლატფორმა) მსჯელობენ იმაზე, თუ რა აზრი აქვს არასრული სტატისტიკის გამოქვეყნებას და რა მიზეზით ატყუებს სახელმწიფო საზოგადოებას.

პანდემიის დაწყებიდან ჩინეთს COVID-19-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 გარდაცვალების შემთხვევა აქვს აღრიცხული, ქვეყანაში კი 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ - მკაცრი შეზღუდვების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას COVID-19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი არ აქვს. ამასთან ერთად, ასაკოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის. 

კომენტარები