მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ზელენსკი: გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში

მსურს მივმართო მეგობრებსა და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. სავარაუდოდ, ყველა ხედავთ მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, მივმართავ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას - აუცილებელია გამოიჩინოთ გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის საღამოს. რაც ახლა მიხეილის [სააკაშვილის] თავს ხდება სისასტიკეა. ეს საქართველოს არ უხდება. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რასაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკებიდან ერთ-ერთში. ახლა არის დრო, რომ გადადგათ კარგი ნაბიჯი. დიდება უკრაინას!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები