ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. სანქცია 15 თებერვლიდან ამოქმედდება და მეგავატსაათის ღირებულება 180 ევრო იქნება.
კონსესუსს წინ რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა ენერგეტიკულ კრიზისს.
ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, გერმანია, რომლის რუსული გაზის ბაზარიც ევროპაში ყველაზე დიდია, სკეპტიკურად უყურებდა ახალ შეზღუდვას, თუმცა, ალიანსში საბოლოოდ კონსესუსს მიაღწიეს.
"გერმანიაში გაზის დაბალი ფასის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუქმედოთ, რათა არ დავზარალდეთ, თუნდაც საუკეთესო მოტივებით". - თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა.





