რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: სანამ რუსები ოკუპირებულ რეგიონებს არ დატოვებენ, რეალური მოლაპარაკება არ უნდა შედგეს

AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში. ამის შესახებ სუნაკმა რიგაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

სუნაკის აზრით, რუსეთის მხრიდან მსგავსი მოწოდება ყალბი იქნებოდა. 

"რუსეთი ამას გადაჯგუფებისთვის და ჯარების გასაძლიერებლად იყენებს და სანამ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ, არ შეიძლება და არ უნდა გაიმართოს რეალური მოლაპარაკებები.

ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ უკრაინას, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა". - აღნიშნა სუნაკმა.

კომენტარები