რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: რამდენი ოდიოზური რაკეტაც არ უნდა გაუშვან რუსმა ტერორისტებმა, ვერ შეგვაშინებენ

ოლექს რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, რუსი ოკუპანტების გაშვებული რაკეტების რაოდენობა უკრაინელებს ვერ შეაშინებს

"რამდენი ოდიოზური რაკეტაც არ უნდა გაუშვან რუსმა ტერორისტებმა, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინის არმიამ იცის, როგორ დაიცვას ჩვენი ცა. მადლობა გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ქრისტინ ლამბრეხტს უკრაინის ახალი შესაძლებლობებისთვის". – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ თქვა, რომ ენერგეტიკული ობიექტები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

"რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი დაბომბვის კიდევ ერთი ტალღა – დაბომბვა გრძელდება". – დაწერა ჰერმან ჰალუშენკომ Telegram-ზე. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ ოლქში ელექტროენერგია შეწყდება. 

პარასკევს, 16 დეკემბერს რუსეთის იერიშის შემდეგ უკრაინის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის, ხარკოვი და პოლტავა.

ოქტომბრის შემდეგ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა დააზიანა, რაც ცივ ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვას იწვევს.

კომენტარები