რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ თქვა, რომ ენერგეტიკული ობიექტები უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

„რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის კიდევ ერთი ტალღა. დაბომბვა გრძელდება.” - დაწერა ჰერმან ჰალუშენკომ Telegram-ზე. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია შეწყდება. 

პარასკევს, 16 დეკემბერს რუსეთის იერიშის შემდეგ უკრაინის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის, ხარკოვი და პოლტავა.

ოქტომბრის შემდეგ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა დააზიანა, რაც ცივ ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვას იწვევს.

კომენტარები