საქართველო-ევროკავშირი

ლაიენი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, ეს ეხება პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოებას დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. 

განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ ეს ინიციატივა დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტოკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლენარულ სესიაზე - სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში. სესიას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს

კომენტარები