საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირი შავი ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელს დააფინანსებს

Reuters

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს. გადაწყვეტილება Global Gateway Board-ის პირველი შეხვედრაზე დამტკიცდა.

შეხვედრის შესახებ განცხადების თანახმად, შავი ზღვისთვის სტრატეგიული ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელს შეუწყობს ორმხრივ მედეგობას და ასევე შესაძლებელს გახდის მწვანე ენერგიის ექსპორტს სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში პროექტები ჯამში 14 მილიარდი ევროთი დაფინანსდება.

"ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგი სრულდება ჩვენი სამი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც შექმნილია დასავლეთ ბალკანეთთან და ევროკავშირის სამეზობლო რეგიონებთან ერთად, რათა შემცირდეს გადაადგილების დრო, უზრუნველყოს მეტი და სწრაფი სავაჭრო მარშრუტები, უფრო სწრაფი ციფრული კავშირები და შეიქმნას ახალი ენერგეტიკული პარტნიორობა. დღეს გამოვლინდა 84 ფლაგმანი პროექტი და განხორციელდა 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია ევროკავშირისა და მისი სამეზობლოების ორმხრივი საკეთილდღეოდ". – თქვა ვარჰეიმ.

საინვესტიციო გეგმა ასევე გულისხმობს სარკინიგზო მონაკვეთების დაფინანსებას ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სასაზღვრო ტერიტორიაზე, ტრანსატლანტიკურ ელექტროდერეფანის მშენებლობას სერბეთში და Medusa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემის დაფინანსებას ხმელთაშუა ზღვაში.

კომენტარები