FIFA

2025 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება, მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს

2025 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით, ზაფხულში გაიმართება და მასში მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს. ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კატარში, მუნდიალის ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს გაიმართა. ახალი ფორმატით მასში მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს. გვსურს სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატს მივამსგავსოთ. ასევე არსებობს ქალთა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გეგმა". - თქვა ინფანტინომ.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი FIFA-მ 2000 წელს დაარსა და ამ დრომდე მასში მონაწილეობას 7 კლუბი იღებდა. კერძოდ, ტურნირის საწყის ეტაპზე მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონი, ოკეანიის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მფოლბელები მონაწილეობენ. ნახევარფინალებში კი პირველი ეტაპის გამარჯვებულ ორ გუნდს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის და Copa Libertadores-ის გამარჯვებულები უერთდებიან.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის სეზონის მიმდინარეობისას იმართებოდა, ახალი ფორმატით კი საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში გაიმართება.

გარდა ამისა, ჯანი ინფანტინომ პრესკონფერენციაზე კატარში მიმდინარე მუნდიალს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო უწოდა.

კომენტარები