ეს არის უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სანქციებს აზრი მაშინ აქვს, როდესაც ის სამართლიანია. შეუძლებელია, ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა სიმართლე იყოს, ვინაიდან, ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით, საქართველოში პოზიტიური ცვლილებები მოხდა [...] დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია და რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ალოგიკურია, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ასეთი პოლიტიკური შეტევა ხდება. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პროგრესსა და წინსვლას ვერ შეაჩერებს.
საქართველო-ევროკავშირი
თალაკვაძე რეზოლუციაზე: ეს არის უსაფუძვლო კრიტიკა და თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე
tbl.ge/67q3
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე. ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერილი შესწორების თანახმად, პარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.
ქართული ოცნებაარჩილ თალაკვაძესაქართველო-ევროკავშირიბიძინა ივანიშვილისანქციები ბიძინა ივანიშვილსევროპარლამენტის რეზოლუცია
ამავე თემაზე
- პრემიერი: თუ ევროპას პოლარიზაციის დასრულება რეალურად სურს, სტატუსი უნდა მოგვანიჭოს
- პრემიერი: გვარამიამ გაძარცვა თავისი კომპანია, თუმცა, ზოგ ევროპარლამენტარს არ აინტერესებს
- ჯაფარიძე: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მანამდე სტატუსის მიღება შეუძლებელია
- "მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო" – საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვარჰეის
- მთავრობა: პრემიერმა EU-ს ელჩებს გააცნო ნაბიჯები, რომლებსაც ოქტომბრამდე გადადგამს