ყაჩაღობა

შსს: დავაკავეთ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. დააკავეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა”. - ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის  მე-3 ნაწილის "გ"  ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული   4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები