თბილისში, პეკინის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. წაღებულია თანხა, თუმცა ოდენობა ცნობილი არ არის.
ყაჩაღობის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.