მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილი: ევროპარლამენტარები კატეგორიულად მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა

ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია.

წერილი ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტმა შიმშილობა სამი საათის წინ გამოაცხადა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა გადაწყვეტილება სასამართლო პროცესში არჩართვის შემდეგ პროტესტის ნიშნად მიიღო.

კომენტარები