რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი კიევს ირანული დრონებით თავს დაესხა

14 დეკემბერს, დილით, რუსეთი დედაქალაქ კიევს თავს დაესხა.

BBC-ის ინფორმაციით, რეპორტიორებმა ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს სირენების ჩართვიდან მალევე. აფეთქებები შევჩენკოვსკის ცენტრალურ რაიონში მოხდა, მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების შაჰედის დრონები ჩამოაგდო.

ეროვნული ენერგეტიკული ქსელის Ukrenergo-ს ინფორმაციით, 14 დეკემბრის დარტყმებმა ვერ დააზიანა ვერცერთი ენერგეტიკული ობიექტი. კოპანია მიესალმა "საჰაერო თავდაცვის ძალების ბრწყინვალე მუშაობას" Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს შაჰედის 13 დრონი, რაც, მისი თქმით, რუსეთის მიერ დილით გაშვებული დრონების რაოდენობის ტოლია.

"საჰაერო თავდაცვის სისტემა კარგად მუშაობს. ახლა მნიშვნელოვანია თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში ყოფნა. რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ თავდასხმებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვძლიერდებით."- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

დრონები, რომლებიც 14 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, ირანის მიერაა მიწოდებული. უკრაინამ ირანი დაადანაშაულა რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რაც თეირანმა თავდაპირველად უარყო.

მოგვიანებით ირანმა აღიარა, რომ ომამდე "ბევრი თვით ადრე" მოსკოვს დრონების შეზღუდული რაოდენობა გაუგზავნა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სიცრუეა და ომის მიმდინარეობისას ირანული დრონები რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად ბევრჯერ გამოიყენა.

კომენტარები