ნიდერლანდები

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ნიდერლანდელ ფეხბურთელს რუსეთის მოქალაქეობის აღება სურს

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ქუინსი პროუმსი რუსეთის მოქალაქეობის აღებას ცდილობს. მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი უკვე შეიტანა და ის განხილვის პროცესშია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება.

პრომსის სასამართლო 3 მარტს, ამსტერდამში არის ჩანიშნული. 30 წლის ფეხბურთელს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში. პროკურატურის ბრალდებით, მან 2020 წელს, საოჯახო წვეულებაზე ნათესავს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრომსი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით ცდილობს, ვინაიდან, რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს. 

30 წლის ქუინსი პრომსი მოსკოვის სპარტაკში ამსტერდამის აიაქსიდან 2021 წელს გადავიდა. მას 7 გოლი აქვს გატანილი ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, თუმცა, მიმდინარე გამოძიების გამო, ის ვერ მოხვდა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.

კომენტარები