მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ოდიშარია სააკაშვილზე: პენიტენციური თავს კარგად ართმევს, სხვების მითითება არ გვჭირდება

ბექა ოდიშარია

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ "სხვების მითითება" არ სჭირდებათ. მისი თქმით, პენიტენციური სამსახური "ძალიან კარგად" ართმევს თავს, დაკისრებულ მოვალეობას. 

"პრესკონფერენცია რაში გვჭირდება, ნებისმიერ პატიმარზე პენიტენციური დაწესებულება იღებს ვალდებულებას, ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ვფიქრობ, რომ ამას ძალიან კარგად ართმევს თავს დღევანდელი პენიტენციური სისტემა, იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ასე ჩანს მისი განცხადებებით. ოჯახს აქვს, რა თქმა უნდა, ოჯახი ოჯახია, მით უმეტეს შვილი, მშობლები, თუმცა ჩვენ სხვების მითითება ნამდვილად არ გვჭირდება".- ამბობს ოდიშარია. 

სტრასბურგში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - ედუარდ სააკაშვილმა, გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა ევროპარლამენტარებთან, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

 

კომენტარები